საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა ნდობისთვის საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს. მადლობა მათ, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. მინდა, გამოვეხმაურო დებატებს, რომელიც გაიმართა ჩემს არჩევასთან დაკავშირებით. ეს დებატები შორს იყო ჯოჯოხეთისგან, მაგრამ მაინც იგრძნობოდა პოსტსაარჩევნო გარემოს სპეციფიკა. მე ვისურვებდი, ოთხი წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში. მე მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა პარლამენტის თითოეულ წევრს, იმ წევრებს, რომლებიც დღეს იყვნენ, ან არ იყვნენ აგრესიულები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.