მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, პარლამენტს კი, ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.