"ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაიხსენა.
მან საპარლამენტო უმცირესობაში მყოფ პარტიას კითხვით მიმართა: რაც თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა, ის იმედის მომცემი იყო თქვენთვის?!
"თქვენ ხართ ხალხი, რომელმაც სცემა საქართველოს ომბუდსმენი და დააყოლეთ განცხადება, რომ ეს იყო დასასჯელად; თქვენ ხართ ხალხი, რომელიც აყალბებდით არჩევნებს. რაც თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა, ის იმედის მომცემი იყო თქვენთვის?! ძალიან მაინტერესებს - საკუთრების ჩამორთმევა, 'TV იმედზე' რეიდების ჩატარება; ჟურნალისტების დაპატიმრება; სიკვდილიანობა, კატასტროფული მაჩვენებელი სასჯელაღსრულების სისტემაში; უმძიმესი დანაშაულები - პირად ცხოვრებაზე რომ გვესაუბრებით, ფილმები გაქვთ გადაღებული და დღემდე ვერ დასრულდა ამის განადგურება, ხან სად პოულობენ და ხან სად მოქალაქეები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ ამის მიუხედავად, მმართველი გუნდი მზად არის უმცირესობასთან კონსტრუქციული დიალოგის საწარმოებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.