საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ავტომანქანისთვის განკუთვნილ, დაბალი ხარისხის იაფფასიან მაგნიტოფონებზე, მათი გაყიდვის გაადვილების მიზნით, სისტემატურად ახდენდა ცნობილი ბრენდის - „SONY“-ს სასაქონლო ნიშნის უკანონოდ განთავსებას და შემდგომ, უკანონდ ნიშანდებულ საქონელს ე.წ. „ლილოს ბაზრობის“ ტერიტორიაზე მოტყუებით ასაღებდა, როგორც „SONY“-ის მიერ წარმოებული ორიგინალი პროდუქცია.
"საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საგამოძიებო სამსახურის მიერ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია ბრალდებულის მიერ რეალიზებული, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული ტექნიკა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით", - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.