საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება.
მისივე განმარტებით, ამ კუთხით დაგეგმილი ცვლილებები ხარისხიანად და ეფექტურად მიწვდომადობას შეეხება.
"ცვლილებები იქნება და ეს ცვლილებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ არსებული რესურსები კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული. მათთვის, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდება მიწვდომადობა, იგივე მედიკამენტების, ხარისხიანი ჯანდაცვის კუთხით, ეს მიწვდომადობა გაეზარდოთ. ცვლილებები იქნება რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ყველა მათგანის ამოცანა იქნება, რომ უფრო მეტი შედეგი მიიღოს მოსახლეობამ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.