ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, თბილისში დააკავეს
19-11-2016, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ შს სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

 

 

"მოგეხსენებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობით, მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან.

 

 

განსაკუთრებით ნაყოფიერია თანამშრომლობა გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს შორის. მუდმივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, ერთობლივად არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე გამოვიძიეთ.

 

 

ამჯერად, საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში, საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს.

 

 

გერმანელი სამართალდამცველების მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნული მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული და მისი თანამზრახველი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება და შეფარდებული აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, 2013 წლის 22 ივნისის ქალაქ ნიურნბერგში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ, ბინის მესაკუთრეს ელექტროკაბელებითა და ქსოვილის ნაჭრით ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს და გაგუდეს. აღნიშნულმა პირებმა ბინიდან „როლექსის“ მარკის 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

 

მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: დანის ტარზე, ბინის კორიდორში არსებული კომოდის მარჯვენა სახელურზე, გარდაცვლილის გატეხილ მობილურ ტელეფონზე, დაზარალებულის კუთვნილ ორ ბეჭედზე.

 

 

გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).

 

 

დაკავებული საქართველოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდება", - აცხადებენ შს სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი