საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს გლობალურ საკითხებში, ჯიმი კოლკერს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის მოადგილემ გლობალურ საკითხებში, ჯიმი კოლკერმა ერთიანი ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო, მინისტრი და მთლიანად მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი პარტნიორია იმ საკითხებში, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ჯამრთელობას შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოება, რომ მას შეეძლოს საფრთხის დროულად გამოვლენა და მასზე სწრაფი რეაგირება. საქართველო, ამ კუთხით, რეგიონში ლიდერია და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“ - აღნიშნა მან.
დავით სერგეენკომ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაურა.
„ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაქვს და ამ ვიზიტის კონკრეტული მიზანი არის, რომ განვიხილოთ ახალი შესაძლებლობები, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში ჯანდაცვის მიმართულებით, განვიხილოთ ის მიმდინარე პროექტების წარმატება, რომელიც უკვე გვაქვს. ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი, თუ გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პრევენციის ზომები,” - განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გადამდები დაავადებების კონტროლის, პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„შეხვედრის განმავლობაში ხაზი გაესვა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვთ ერთმანეთთან. თანამშრომლობას, რომელიც სხვადასხვა გადამდები დაავადების კონტროლს, პრევენციასა და რეაგირებას უზრუნველყოფს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, ამ მიმართულებით გააგრძელოს თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან,“ -განაცხადა კერესელიძემ.
შეხვედრაზე, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩქურები გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.