Breitbart-ის ყოფილი ხელმძღვანელი სტივ ბანონი, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში მისი მთავარი სტრატეგი იქნება, აცხადებს, რომ „სიბნელე კარგია“.
ამის შესახებ მან Hollywood Reporter-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის მცირე ფრაგმენტსაც CNN აქვეყნებს.
„დიკ ჩეინი. დართს ვეიდერი. სატანა. ეს არის ძალაუფლება. ის მხოლოდ გვეხმარება ჩვენ, როდესაც ისინი (ლიბერალები) ამას შეცდომით იღებენ, როდესაც ისინი არიან ბრმა, თუ ვინ ვართ ჩვენ და რას ვაკეთებთ ჩვენ.“, - განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა.
Breitbart News-ი, რომელთანაც იგი ასოცირდება 2007 წლიდან, მას შემდეგ რაც მან იგი წამოიწყო, მძლავრად პრო-ტამპისტი იყო მთელი საარჩევნო კამპანიის დროს. აღნიშნული მედია საშუალება ასევე ცნობილია ნაციონალისტური პოლიტიკის, ისევე როგორც, კონსპირაციული თეორიების გატარებით და კრიტიკის ობიექტი იყო რასისტული, სექსისტური და ანტი-სემიტური განწყობების გაღვივების გამო.
ბანონმა უარყო, რომ იგი „თეთრკანიანი ნაციონალისტია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.