საქართველოს სახალხო არტისტი, რეჟისორი გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიზო ჟორდანია 1934 წლის 25 სექტემბერს ლანჩხუთში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
სხვადასხვა წლებში იყო ბათუმის, რუსთაველის თეატრების დამდგმელი რეჟისორი; თბილისის ოპერისა და ბალეტის, გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი; თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი; 1993 წლიდან ბათუმის ოპერის მთავარი რეჟისორი; 1995 წლიდან მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე; 1998 წლიდან რეჟისურის კათედრის გამგე, პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა დრამატული თეატრის, ოპერისა და სათეატრო პედაგოგიკის პრობლემებზე.
მიღებული აქვს: 1998 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია: 1995 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; 1992 - სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია; 1989 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; 1988 - ო. პოპოვის სახელობის მედალი; 1983 - ა. შვაიცერის სახელობის მედალი; 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია;
ჟორდანიამ 100-ზე მეტი სპექტაკლი დადგა. მათ შორისაა, „ჰაჯი-მურატი“, “ხოგაის მინდია”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ანა ფრანკის დღიური”, “ჰამლეტი”, “აბესალომ და ეთერი”, “სამგროშიანი ოპერა” და სხვ.
2016 წელს, ოპერის განახლებული თეატრი სწორედ გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით, "აბესალომ და ეთერი" გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.