30 ადამიანზე მეტი დაიღუპა ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარ პრადეშში 14-ვაგონიანი ექსპრეს მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლის შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 03:00 საათზე, ქალაქ კანპურის სიახლოვეს მოხდა.
მოელიან რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, რადგან მაშველები განაგრძობენ ადამიანების ამოყვანას ავარიის შედეგად დაზიანებული ვაგონებიდან. 100-ზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული დაზიანება, მათ შორის ზოგიერთს მძიმე სახის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.