[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფთან, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი. საუბარი შეეხო 2014 წელს დაგეგმილი ნატოს სამიტისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭერას და აღინიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, კისინჯერის ასოციაციის თავმჯდომარე ჰენრი კისინჯერთან. მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
შეხვედრას ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.