სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც მოსკოვში ვიზიტად მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით იმყოფება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად მისი სახელით გულთბილად მიესალმა მის უწმინდესობას, პატრიარქ კირილს. „თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ჩამოვედით თქვენი 70 წლის ზეიმის აღსანიშნავად და გვინდა გამოვხატოთ ჩვენი კეთილი სურვილები, ასევ გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ ეკლესიას და სამშობლოს“, - თქვა საქართველოს პატრიარქმა კირილთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს და რუსეთის „ეკლესიები მაგალითს აძლევენ პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობებთან დაკავშირებით“.
„ურთიერთობას რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისათვის. ჩვენი ეკლესიები მაგალითს აძლევენ პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს არ ყოფილა იმდენი დამსვენებელი რუსეთიდან, როგორც ახლა არის. და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. სასურველია ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უკეთესი იყოს, ვიდრე დღესაა, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობები. ვფიქრობ , ეს ჩვენ გამოგვივა. ჩენ გვჭირდება ერთმანეთი, და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, - ბრძანა ილია მეორემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.