„დედაენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ნამუშევარი მეტალზე წყლის ჭავლითაა შესრულებული.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. სკულპტურული კომპოზიციის ავტორები მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.
„ძალიან საინტერესო კომპოზიცია შეემატა ქალაქს. აქ მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს სკულპტურა და ამავე დროს მოუსმინოს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას. ვფიქრობ, თბილისში კიდევ ერთი საინტერესო ადგილი გაჩნდა მუსიკის მოყვარულთათვის“,-განაცხადა ია მაქაცარიამ.
ირაკლი ჩარკვიანს 19 ნოემბერს 55 წელი შეუსრულდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.