შსს-ს მომსახურების სააგენტომ პროექტი „გაამწვანე სამუშაო გარემო“ დაიწყო
20-11-2016, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს მომსახურების სააგენტომ პროექტი - „გაამწვანე სამუშაო გარემო“ დაიწყო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა მიიღეს.

 

 

შს სამინისტროს ცნობით, აქციის ფარგლებში, სააგენტოს 100-მდე თანამშრომელმა ქალაქ რუსთავში, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის - ფიჭვის, იფანის და კვიპაროსის 300-მდე ხე დარგო.

 

 

"ღონისძიებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძეც შეუერთდა.

 

 

პროექტში „გაამწვანე სამუშაო გარემო“ მომსახურების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ჩაერთვება. სააგენტოს რეგიონული დანაყოფების მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხეები ეტაპობრივად დაირგვება.

 

 

აქციის მიზანია გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიური პრობლემების დაძლევაში მონაწილეობის მიღება.

 

 

მომსახურების საგენტოს თანამშრომლები მათ მიერ დარგული ხეების მოვლას მომავალშიც გააგრძელებენ", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი