საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიური ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონფერენცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, კონფერენცია მიზნად ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას ისახავს.
სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მეშვეობით, მასწავლებლები, ექსპერტები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები ერთმანეთს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილების გააცნობენ და გაუზიარებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.