საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან გამართა
20-11-2016, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებთან ერთად, პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ბრიჯიტ ბრინკთან გამართა.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის შენარჩუნება-გაღრმავების საკითხს შეეხო.

 

 

"ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ამერიკის შეეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლოს მნიშვნელობაზე, გაღრმავებაზე და იმ ურთიერთობების შენარჩუნებაზე, რომელიც ტრადიციულად ორ ქვეყანას აქვს. გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ის მოქმედი ადნინისტრაციის მხრიდან. კიდევ ერთხელ მოხდა ხაზგასმა და დადასტურება, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში, როგორც დემოკრატიული რეფორმების, ასევე ბევრი სხვა კუთხით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა ამ რეფორმების გაგრძელების კუთხით", - განაცხადა ვიცე სპიკერმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ შეხვედრაში პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის გარდა, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მონაწილეობდნენ. შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებინი ელჩი იან კელი ესწრებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი