ბრიჯიტ ბრინკი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი რეკომენდაცია, როდესაც ისინი თავიანთ საკანონმდებლო დღის წესრიგს შეუდგებიან, სტრატეგიული ეროვნული ინტერესების სფეროზე ფოკუსირება იქნება
20-11-2016, 06:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და უმრავლესობის ლიდერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს და საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდნენ.

 

 

ბრიჯიტ ბრინკმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა, „ქართულ ოცნებას“ კი არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოს წინსვლისთვის.

 

 

„მე ვთქვი, რომ ჩვენი გადმოსახედიდან თანამშრომლობა, მათ შორის, ოპოზიციასთან და სტრატეგიული ეროვნული ინტერესების სფეროზე ფოკუსირება იქნება ჩვენი რეკომენდაცია, როდესაც ისინი თავიანთ საკანონმდებლო დღის წესრიგს შეუდგებიან“, - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა შეხვედრის შემდეგ.

 

 

მისივე თქმით, თუ დაგეგმილია საკონსტიტუციო რეფორმა ეს უნდა გაკეთდეს როგორც მთავრობის, პარლამენტისა და ოპოზიციის, ასევე ექსპერტების რაც შეიძლება მეტი ჩართულობით.

 

 

„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან საუბარში, მათ გამოხატეს მზაობა უზრუნველყონ ჩართულობა და საქმიანობის ისე წარმართვა, რაც ხელს შუწყობს ჩვენს საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი