გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იგი მე-4 ვადით იყრის კენჭს კანცლერის თანამდებობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC მისი კონსერვატიული პარტიის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ 62 წლის მერკელმა თავისი განზრახვის შესახებ ოფიციალურად, კვირას, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მთავარ შტაბ-ბინაში გამოაცხადოს.
საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში მომავალი წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი.
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით მერკელს მისი პოპულარობის ზენიტზე ყოფნისას არსებული რეიტინგი ამჟამად არ აქვს და ის დაცემულია, მაგრამ იგი კვლავ ინარჩუნებს მხარდაჭერას.
მიმდინარე წელს მან რეგიონულ არჩევნებში დამარცხება იგემა. მას დიდ წინააღმდეგობას უწევს პოპულისტური მემარჯვენე ფრთის პარტია AfD.
ანგელა მერკელი გერმანიის სათავეში 2005 წლიდან იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.