საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი განცხადებით, მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების განხილვა სამუშაო ფორმატში საქმიანად უნდა მოხდეს და რეალურად უნდა ჩატარდეს საკომიტეტო მოსმენა, რასაც პარლამენტი გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით და “თავისუფალი დემოკრატების“ შეგონებით, პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ალბათ საინტერესო იქნებოდა, უმრავლესობასთან კონსულტაციაც, თუნდაც კითხვის დასმა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.