ობამამ და პუტინმა ლიმაში ხანმოკლე შეხვედრისას სირიის და უკრაინის შესახებ ისაუბრეს
20-11-2016, 23:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა პერუს დედაქალაქ ლიმაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (Apec) სამიტის ფარგლებში გამართულ, დაახლოებით 4-წუთიან შეხვედრაზე, რომელიც მოსალოდნელია, რომ მათი საბოლოო შეხვედრა იქნება, სანამ ობამა თეთრ სახლს დატოვებს, სირიის და უკრაინის შესახებ ისაუბრეს.

 


სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ობამა და პუტინი ლიმაში სამიტის დაწყებამდე შეხვდნენ.

 


მოგვიანებით ობამამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან პუტინს უთხრა, რომ შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული სირიაში სისხლისღვრისა და ქაოსის, სირიული და რუსული სამხედრო ძალების „გაუთავებელი დაბომბვებისა და თავდასხმების“ გამო და ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემის საჭიროებაა.

 


„როგორც ყოველთვის, მე ვიყავი გულწრფელი და თავაზიანი, მაგრამ ძალიან მკაფიო იმის შესახებ, რომ გაგვაჩნია მძლავრი განსხვავებულობა პოლიტიკაზე“, -თქვა ობამამ.

 


ცალკე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ მან „წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობისათვის“ მადლობა გადაუხადა ობამას, მასთან ლიმაში შეხვედრისას.

 


„მე ვუთხარი მას, რომ მოხარული ვიქნებით ვიხილოთ იგი (ობამა) რუსეთში ნებისმიერ დროს, როცა მას ეს ენდომება, მოესურვება და როცა იგი ამას შეძლებს“, - განაცხადა პუტინმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი