შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მან შესაძლოა საჯაროდ და გულღიად ისაუბროს თუკი ის იგრძნობს, რომ მისი შემცვლელი დონალდ ტრამპი ამერიკულ ღირებულებებს საფრთხეს შეუქმნის.
როგორც BBC წერს, ტრადიციულად, ყოფილი პრეზიდენტები ჩვეულებისამებრ პოლიტიკურ ხმაურს განერიდებიან ხოლმე და მათ შემცვლელებზე კომენტარების გაკეთებას ერიდებიან.
ლიმაში, სადაც იგი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (Apec) სამიტზე იმყოფება, გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს დაეხმაროს ტრამპს და მისცეს მას დრო ჩამოაყალიბოს მისი ხედვა, მაგრამ მან თქვა, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როგორც კერძო მოქალაქემ, შესაძლოა გულღიად და საჯაროდ ისაუბროს გარკვეულ საკითხებზე.
„მინდა რომ ვიყო პატივისმცემელი ოფისისადმი და მივცე არჩეულ პრეზიდენტს შესაძლებლობა მისი პლატფორმისა და არგუმენტების შემოთავაზებისა, მისთვის ყელში ვინმესაგან ზედმეტად გაჩხერვის გარეშე“, - განაცხადა ობამამ.
მაგრამ მან დაამატა, რომ თუ საკითხი „ჩვენი ღირებულებების და იდეალების უმთავრეს პრინციპებს შეეხება, და თუ მე ვფიქრობ, რომ საჭირო იქნება დავიცვა ეს იდეალები, მაშინ მე განვსჯი ამას, როცა ეს დრო დადგება“.
პრეზიდენტმა საკუთარი თავი აღწერა, როგორც „ამერიკელი მოქალაქე, რომელიც ღრმად ზრუნავს ჩვენ ქვეყანაზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.