პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელების შემდეგ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე, საკომიტეტო მოსმენების გამართვა მიმდინარე კვირაში იგეგმება.
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ კვირაში დავიწყოთ საკომიტეტო მოსმენები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ და სამთავრობო პროგრამის მოსმენის თაობაზე. თუ კვირის ბოლოს საკომიტეტო ფორმატში განხილვები დასრულდება, ასევე დასრულდება უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში, შესაძლებელია შეიკრიბოს რიგგარეშე სესია, სადაც იქნება სამთავრობო პროგრამის მოსმენის და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი“, - აცხადებს ეკა ბესელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.