ნიკა გვარამია: "რუსთავი 2"-ის ბედთან ერთად, დღეს წყდება ხელისუფლების ბედიც
21-11-2016, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, წყდება ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის, ბესარიონ ალავიძის მიერ, საქართველო როგორ გზას აირჩევს - იქნება რუსული მოდელის ოლიგარქია თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია, - აღნიშნული განცხადება "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს ამ სამი მოსამართლის შემდგომ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული "ქვეყნის განვითარების ისტორიული ხაზი".

 

 

გვარამია, რომელიც ფიქრობს რომ "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესებს მთლიანად მართავს სახელისუფლებო გუნდი, მოუწოდებს მმართველ ძალას, გადაწყვიტოს "რა არის მისთვის უკეთესი".

 

 

"ამ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურად ეს სამი მოსამართლე. დიახ, ამ სამ ადამიანზე გადის საქართველოს განვითარების ისტორიული ხაზი. ეს სამი მოსამართლე თვითონ აგებს პასუხს ისტორიული სასამართლოს წინაშე. უფრო სწორად, აქვთ შანსი შევიდნენ ისტორიაში, ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში, მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში. ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გააცნობიეროს, ხელისუფლებამ რომელიც მთლიანად მართავს პროცესებს, დღეს წყდება მისი ბედიც. ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას. დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში თუ "რუსთავი 2" იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს....

 

 

საქართველოს ხელისუფლებამ, დიახ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის უკეთესი, კრიტიკული, დაარქვით თუ გნებავთ ოპოზიციური, ტელევიზიის ქონა და დისკომფორტში ყოფნა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დაამატა, რომ ბოლომდე დაიცავენ ტელეკომპანიასა და მაყურებლის ინტერესს.

 

 

უზენაესი სასამართლო დღეს "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვას იწყებს. ტელეკომპანიის ცნობით, კოლეგია "რუსთავი 2"-ის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც სამაუწყებლო კომპანია მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.

 

 

ცნობილია, რომ სამაუწყებლო კომპანია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასაც მოითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სხდომა დახურული იქნება და მას მხარეები არ დაესწრებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი