„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, უზენაეს სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვის დაწყებამდე ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, რომელზეც არხის წამყვანი ჟურნალისტებიც იყვნენ წარმოდგენილი, განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვთ „არ დავთმოთ „რუსთავი 2“. ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია“.
მან ხელისუფლებას მიმართა და უთხრა, რომ „რუსთავი 2“-ის დახურვა იქნება „მოსპობა დემოკრატიის მომავლის, სიტყვის თავისუფლების, შესაბამისად დახურვა ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის და გამოჯახუნება ევროპის კარების“.
„საქართველოს ხელისუფლებამ, დიახ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის უკეთესი, კრიტიკული, დაარქვით თუ გნებავთ ოპოზიციური ტელევიზიის ქონა და დისკომფორტში ყოფნა მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ სამაგიეროდ ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის დატოვება, შეცდომების მყისიერად გაგება, საკუთარი დაშვებული შეცდომების მყისიერად გაგება, თუ, მეორეს მხრივ, პრაქტიკულად მოსპობა დემოკრატიის მომავლის, სიტყვის თავისუფლების, შესაბამისად დახურვა ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის და გამოჯახუნება ევროპის კარების - სამაგიეროდ კრიტიკის არქონა, ერთმანეთის მოტყება, რომ ყველაფერი კარგად არის და საქართველოს მოსახლეობის დატოვება სიმართლის, განსხვავებული და კრიტიკული აზრის გარეშე და რაც მთავარია, საკუთარი აზრის დატოვება, განსხვავებული და კრიტიკული აზრის გარეშე. მე ეს გავლილი მაქვს, როგორც მთავრობის წევრს, მერწმუნეთ, ძალიან მძიმე შცდომის დაშვება იქნება ეს თქვენის მხრიდან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დაამატა:
„ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ „რუსთავი 2“. ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, დავიცვათ ბოლომდე ქვეყნის ევრო-ინტეგრაციული მომავალი და რაც მთავარია, როგორც ტელევიზიამ, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი მაყურებლის ინტერესი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.