ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საზოგადოებას ტელეკომპანიის "დაცვისკენ" მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ განაცხადა, სამაუწყებლო კომპანიას სჭირდება "კანონით ნებადართული ყველა შესაძლებლობით დაცვა".
„ჩვენ მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ის ტელემაყურებელს, მხარდამჭერს და არა მხოლოდ მათ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი შვილების და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ - დაიცავით „რუსთავი 2“.
თქვენ გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. დაიცავით ყველა მეთოდით, ყველა შესაძლებლობით, რომელიც ნებადართულია კანონით, რომელიც ნებადართულია თავისუფალი ადამიანისთვის. თავისუფლების დაცვა და ქვეყნის მომავლის დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს.
შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება საკუთარი ხელით დაიცვათ თქვენი ქვეყნის და შვილების მომავალი, ისე როგორც ეს ბედნიერება გაქვთ დღეს. გამოდით ნებისმიერ აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი 2“ - ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ეს დღეს ისე შედის თქვენს შესაძლებლობებში, როგორც არასდროს აქამდე და შესაძლოა, როგორც არასდროს მომავალში.
დღევანდელი დღეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. დღე, რომელიც აუცილებლად გადაწყვეტს როგორი იქნება ხვალინდელი დღე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ "რუსთავი 2" არ ნებდება, აგრძელებს ბრძოლას, აქვს კეთილგონიერების იმედი, იმ ადამიანების, ვინც გადაყვწვეტილებას მიიღებს სასამართლოში....
ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ „რუსთავი 2“. ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, დავიცვათ ბოლომდე ქვეყნის ევრო-ინტეგრაციული მომავალი და რაც მთავარია, როგორც ტელევიზიამ, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი მაყურებლის ინტერესი“.
უზენაესი სასამართლო დღეს "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვას იწყებს. ტელეკომპანიის ცნობით, კოლეგია "რუსთავი 2"-ის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც სამაუწყებლო კომპანია მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.
ცნობილია, რომ სამაუწყებლო კომპანია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასაც მოითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სხდომა დახურული იქნება და მას მხარეები არ დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.