ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება; საქართველოს გააჩნია მაღალი, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბრიჯიტ ბრინკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა საქართველოს ხელისუფლებას დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
„ეს არის მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების საქმიანობისადმი მაღალი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დიდი მანდატი და შესაძლებლობები ამ ხელისუფლებისთვის, რათა განახორციელოს ის გეგმები, რაც აქვს დასახული,“ - აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა შეხვედრაზე.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში მასტაბილურებელი ძალის როლს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.