ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ საქართველო ცდილობს, სავიზო პოლიტიკა იყოს სამართლიანი და თანამედროვე, იმართებოდეს წესებით და რეგულაციებით, რომლებიც თანხვედრაშია მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებთან და ნორმებთან.
"ყველა ქვეყანა ცდილობს, ხელი შეუწყოს ტურიზმსა და ბიზნესს, მაგრამ ამავე დროს წინ აღუდგეს ისეთი ადამიანების შემოსვლას, რომლებიც შეიძლება ზიანის მომტანი იყვნენ ამ ქვეყნისთვის. არ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პოლტიკა ამ მხრივ არის ქსენოფობიური. შესაძლოა, იყოს წარმატებები და წარუმატებლობი, მაგრამ მთავრობა მუშაობს ამ თემაზე და მიმაჩნია, რომ ცდილობს, მოაგვაროს ის საკითხები, რომლებიც წამოიჭრება ამ პროცესში," განუცხადა ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.