ქუთაისში ძლიერმა ქარმა ადილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. სტიქიამ მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა, ასევე წაქცეულია რამდენიმე ხე.
ადგილზე შექმნილ ვითარებას დღეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია გაეცნო. მერიის პრესსამსახურის ცნობით, დაზარალებულ მოსახლეობას მერია დაეხმარება.
მურღულიას განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ზარალის დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.