ხობში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, აღდგენილია ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება, - აღნიშნული განცხადება Guardian.ge-სთან საუბრისას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ლევან ღვინჯილიამ გააკეთა.
ღვინჯილიას განცხადებით, გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე სწავლობენ.
მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ გამგეობის მუდმივმოქმედი კომისია ზარალის დათვლას დაიწყებს.
"ხობში ისევ ძლიერი ქარია. შემიძლია გითხრათ, რომ დილის შემდეგ "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება. ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. რაც შეეხება ბუნებრივი აირის მიწოდებას, ძლიერი ქარის გამო, "სოკარ-ჯორჯიას" გადამცემ მილს დაეცა ხე, რის გამოც 81 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა, თუმცა, შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს პრობლემის ლიკვიდაცია და ამ დროის მონაცემებით, მიწოდება სრულად არის აღდგენილი", - განუცხადა Guardian.ge-ს ლევან ღვინჯილიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.