ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
21-11-2016, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მომავალი წლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმა 32 301 162 ლარით განისაზღვრა, რომლის პრიორიტეტად ინფრასტრუქტრული და სოციალური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალტეტიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 20 მილიონი ლარი დაიგეგმა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განსახორციელბლად - 908 560 ლარი. მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამომავლოდაც გაგრძელდება სოფლებში წყალსადენი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია. კეთილმოეწყობა ქუჩები და ქუჩებს შორის გადასასვლელები, განახლდება სკვერები და პარკები, დაიწყება სანაპიროს რეაბილიტაცია.

 

 

"ახალი წლიდან 18 ჯანმრთელობისა და სოციალური მიზნობრივი პროგრამა ამოქმედდება, რომელთა შორის სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების და პარკინსონით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ახალია. ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად სამომავლოდაც განათლება დარჩა, რომლისთვისაც ბიუჯეტის 14,3%-ია გათვალისწინებული, კომუნალურისთვის - 23, 2%. შრომის ანაზღაურებისთვის 6 252 440 ლარია გათვალისწინებული, რაც გამგეობის, საკრებულოსა და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ (ა)იპებში დასაქმებულ 1351 საშტატო ერთეულის შრომის ანაზღაურებას მოიცავს", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციაპლიტეტში.

 


მათივე ცნობით, ბიუჯეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, დეტალურად იქნა განხილული პროექტის თითოეული პუნქტი. ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის პროექტიის საბოლოო ვარიანტში, რომელიც საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი