სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი: ძლიერი ქარისგან რეგიონისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა საღამოს გახდება ცნობილი
21-11-2016, 06:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერი ქარისგან სამეგრელოს რეგიონისთვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ ცნობილი საღამოს გახდება, - აღნიშნული განცხადება Guardian.ge-სთან საუბრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ამ დროისთვის ყველა მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 

 

 

"ნაწილობრივ დაზარალდა ხობი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი. ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. ხობსა და ფოთში ძლიერმა ქარმა ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ყველაზე მეტად პრობლემურია ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები. ყველგან მუშაობენ კომისიები, ყველა მუნიციპალიტეტში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. საღამოს ჩვენ უკვე გვექნება კონკრეტული მონაცემები მიყენებული ზარალის შესახებ", - განუცხადა Guardian.ge-ს ლევან შონიამ.

 

 

ამ დრომდე ზოგიერთ მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. რეგიონის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი