თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის შიიტურ მეჩეთში ათეულობით ადამიანი მოკლა
21-11-2016, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 27 ადამიანი მოკლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შიიტურ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმისას. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

"როიტერსის" ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 30-ს აღემატება.

 


ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთით მდებარე ბაქირ ულ ოლუმის მეჩეთში სულ მცირე 35 ადამიანი დაიჭრა.

 


თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მლოცველები რელიგიურ ცერემონიაზე შეიკრიბნენ.

 

 

 


ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ აფეთქების უკან ის იდგა. ამ თავდასხმამდე, ავღანეთში ბოლო ხანებში, შიიტურ მოსახლეობაზე რამდენიმე სხვა თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რომელზე პასუხისმგებლობაც სუნიტმა მუსლიმმა მებრძოლებმა აიღეს.

 


ორშაბათს განხორციელებული თავდასხმა შუადღისას მოხდა, როდესაც მეჩეთში წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის და შიიტი მოწამის იმამ ჰუსეინის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი მსახურება მიმდინარეობდა.

 


ოფიციოზის ცნობით, თავდამსხმელი ფეხით იყო და თავი ხალხში, შენობის შიგნით აიფეთქა. თვითმხილველის თქმით, მსახურება თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ბომბი ამოქმედდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი