საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საქართველო-ამერიკას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ამ თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
"მხარეებმა ერთმანეთს საქართველოში, ასევე აშშ-ში არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს. ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტრადიციულად მაღალი მხარდაჭერა აქვს როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიისაგან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.
ბრიჯიტ ბრინკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო ასევე, ჩვენს ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დემოკრატიის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით ურთიერთობების პოზიტიური განვითარების დინამიკას, მათ შორის, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.