ქობულეთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ფესტივალს სახელწოდებით, „კოლხიდა“ მასპინძლობს. ფესტივალი საერთაშორისო კულტურის დღეების ფარგლებში, წელს მეოთხედ იმართება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ღონისძიებაში უკრაინის, ისრაელის, ლიტვასა და რუსეთის შემოქმედებითი ჯგუფები და ანსამბლები მონაწილეობენ.
გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტის მიზანს საქართველოს კურორტების პოპულარიზაცია, გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ფესტივალში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს.
ფესტივალი ქართული ფოლკლორისა და ტურიზმის განვითარების კავშირის, „კოლხიდას“ ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამსახურების მხარდაჭერით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.