საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან იზორიას განცხადებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს 22 ნოემბრიდან, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ლევან იზორიას თქმით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგენა ხვალ იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.