საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია სამხედრო სავალდებულო გაწვევის შეჩერებას "წინა მინისტრის პოპულისტურ ნაბიჯს" უწოდებს.
"არსებობს 2015 წლის ივლისში პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დრო ამ გადაწყვეტილებაზე ავტორის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ 2016 წელს ამ სისტემის გაუქმება არარეალურია. ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, წინასაარჩევნოდ, არჩევნებამდე 3 თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბუნებრივია, არის პოპულიზმი. შესაბამისად, დღეს გვაქვს გარკვეული პრობლემები დაკომპლექტების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ სისტემას ვთავაზობთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.