გიორგი მარგველაშვილი: უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა
21-11-2016, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა.

 

 

პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან იზორიამ ამ საკითხზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და შეიარაღებული ძალების მზადყოფნასთან დაკავშირებით, თავისი არგუმენტირებული მოსაზრება წარადგინა.

 


„სამხედრო სავალდებულო გაწვევა მნიშვნელოვანი თემაა. თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის არგუმენტებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას. ამასთან ერთად, შემოთავაზებული იქნება რამდენიმე კვირაში ახალი ვერსია იმ დოკუმენტისა, რომელზეც 2013 წლიდან ვმუშაობდით და გლობალურად, როგორ უნდა გადაწყდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით გაწვევის საკითხი. გლობალურად შეხედულება იქნება ჩამოყალიბებული სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი