პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც მისი კომიტეტის სხდომა დაინიშნა, სადაც მთავრობამ ერთსულოვნად მისვლის მზადყოფნა გამოაცხადა, ზუსტად იმ დღეს და იმ საათზე პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომა არ უდნა დაენიშნა.
„ცოტა არაკორექტული იყო პრეზიდენტის მხრიდან ამ მომენტში სხდომის დანიშვნა, თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პრეზიდენტია და მას შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც თავის უფლება-მოვალეობებში შედის," განაცხდა ტყემალაძემ.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა, სადაც განსახილველი საკითხი ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებებია.
რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა გუშინ პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრის შემდეგ მიიღო.
რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნით პრეზიდენტს გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კიდევ ერთხელ მიმართა.
რიგგარეშე სხოდმის ჩატარების წინააღმდეგია საპარლამენტო უმრავლესობა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მიმდინარე კვირის ბოლოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფორმატში მოუსმენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.