საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდნენ.
შეხვედრა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გიორგი მარგველაშვილსა და დავით რაქვიაშვილს სამომავლო გეგმების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინა.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას მთავრობას ხვალ გადაუგზავნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.