პრეზიდენტი საკონსტიტუციო უმრავლესობაზე: ჩემი ვალდებულება იყო იმის თქმა, რომ მე განსაკუთრებული ყურადღებით ვიქნები ამ მიმართულებით
21-11-2016, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, "ჭარბი ხელისუფლება ქმნის საფრთხეს". მარგველაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ, ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს.

 

 

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი გარკვეული ნეგატიურობითა და სირთულეებით ხასიათდება. ნეგატიურობა, მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკური ძალების "კასკადურ ჩამოშლას" უკავშირდებოდა, სირთულეები კი "ჭარბი ხელისუფლების" მოპოვებას გულისხმობს.

 

 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შექმნილ პოლიტიკურ ფონზე, ვალდებულია, საზოგადოებასა და მმართველ ძალას ამ სირთულეების შესახებ შეახსენოს.

 

 

"ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა, პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ძალას იკრებდა პოლიტიკურ არეალში, ვსაუბრობ ოპოზიციურ პარტიებზე, გარკვეული ჩამოშლის ეფექტი დატოვა ყველა ჩვენთაგანში.

 

 

ძალიან გამოხატულ პოლიტიკურ ლიდერებს თითქოს ადგილი არ აქვთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამან გარკვეული ემოციური შფოთი გააჩინა საზოგადოებაში. ეს რა თქმა უნდა, ნეგატიური იყო იმიტომ, რომ რეალურად პოლიტიკური პარტიები არსებობენ პარლამენტშიც, პარლამენტის გარეთაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ამ არჩევნებში, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია ვერ შევიდა პარლამენტში.

 

 

მეორეს მხრივ, რომ შევხედოთ ამ რეალობას, რომელიც ჩამოყალიბდა ამ არჩევნების შემდეგ, ამ რეალობას გააჩნია თავისი სირთულეები და მე ნამდვილად აქ არ ვიქნები ორიგინალური და გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ვთქვი - ჭარბი ხელისუფლება საფრთხეს ქმნის - აქ არ ვარ ორიგინალური.... ასევე ორიგინალური არ ვიქნები ისტორიულად იმიტომ, რომ დაფიქსირებულია, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მაქსიმა, რომლითაც დემოკრატიული სახელმწიფოები შენდებოდა.

 

 

ეს არის ის პრინციპი, გაწონასწორებისა და ბალანსის პრინციპი, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აბალანსებენ და აწონასწორებენ ერთმანეთს. აქ გარკვეული სირთულე არის. სირთულე, რომელიც ვერ ვიტყვით რომ უკვე პრობლემაა, მაგრამ ჭარბი ხელსიფლება ქმნის საშიშროებას იმის, რომ ხელისუფლება ვისაც აქვს, გადაწყვეტს რომ ეს არის ჭეშმარიტება და აღარ დაეკითხება აღარც ოპონენტებს, აღარ დაეკითხება არც სხვა მხარეს და თვითნებურად მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

 

მე ვალდებული ვიყავი ეს გამეხსენებინა საზოგადოებისთვის, ვალდებული ვიყავი ეს შემეხსენებინა პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩეული დეპუტატებისთვის, რომლებიც არიან ლეგიტიმურად არჩეულები, მაგრამ როდესაც უმრავლესობა გაქვს პარლამენტში, შესაბამისად აყალიბებ აღმასრულებელ ხელისუფლებას, როდესაც მთავარი პროკურორი უკვე დანიშნულია 6 წლით, როდესაც უშიშროების სამსახური უკვე ფუნქციონირებს, ყველაფერი ლეგიტიმურად და როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განპირობებულია გარემო იქ დანიშნული ადამიანებით, ამ ვითარებაში ჩემი ვალდებულება იყო იმის თქმა, რომ მე განსაკუთრებული ყურადღებით ვიქნები ამ მიმართულებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი