საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ შეიძლება გადაფასდეს მედიის მნიშვნელობა და ხარისხი პოლიტიკური დაბალანსებისა და სტაბილური და დემოკრატიული დისკუსიის შექმნის თვალსაზრისით.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ სტუმრობისას მან მისი ერთ-ერთი ახლად შეძენილი „ფუნქციის“, „მედია ექსპერტობის“ ხაზგასმა გააკეთა, როდესაც დასავლელ პარტნიორებთან საუბრის დღის წესრიგს შეეხო. მარგველაშვილმა თქვა, რომ შეერთებული შტატების და ევროპის ლიდერები მუდმივ ინტერესს იჩენენ საქართველოში მედია გარემოს მხრივ არსებული მდგომარეობისადმი და „ამით გვაფასებენ, განსაკუთრებით ახლა“, რადგან მედია, „მიუხედავად იმისა რომ ბიზნესია, ეს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია“ და მასზე, „მეოთხე ხელისუფლებაზე“, როგორც ეს მარგველაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება დიდად არის დამოკიდებული. ამ ფონზე კი, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, „მუდმივ ფორს-მაჟორში, მოულოდნელობაში ყოფნა მედიის თვალსაზრისით, არის პრობლემური“.
„კონსოლიდირებული ხელისუფლების ერთ-ერთი სერიოზული დამბალანსებელი არის მედია და ტყუილად არ ეძახიან მედიას მეოთხე ხელისუფლებას. ის, რაც გარანტიას ქმნის, დემოკრატიის, პლურალიზმისა და ჩართულობის... დღეს მედიის მნიშვნელობა და ხარისხი პოლიტიკური დაბალანსების თვალსაზრისით და სტაბილური და დემოკრატიული დისკუსიის შექმნის თვალსაზრისით არ შეიძლება იქნას გადაფასებული... ჩემი ერთ-ერთი ახალი ფუნქცია, რომელიც შევიძინე, არის მედია ექსპერტობა, ფაქტობრივად, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო ჩემი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი, ფაქტობრივად ყველა შეხვედრა ჩემი ჩვენს პარტნიორებთან, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბევრ სხვა კომპონენტთან, რომელზეც ვსაუბრობთ ჩვენ პარტნიორებთან, ეს არის მედია. მე უკვე ვეღარ ვიხსენებ შეხვედრას, რომელიც მე მქონია შეერთებული შტატების, ევროპის ლიდერებთან, სადაც არ იყო ნაწილი ჩემთან დისკუსიისა მედიის თემები, უსაფრთხოების, სასამართლო თემებთან ერთად, იმიტომ რომ ამით გვაფასებენ, განსაკუთრებით ახლა... უცებ რომ გადავხედო ამ თვალსაზრისით წარსულს, ძალიან დიდი ხანია მე, ჩემი შემადგენელი ნაწილი საუბრის არის, იცით, რა? მიმდინარეობს ეს პროცესი, მიმდინარეობს ის პროცესი, იცით რა? წავიდა ესა თუ ის ჟურნალისტი ძალიან რეიტინგული გადაცემიდან, დაიხურა ეს გადაცემა, აქ სამართლებრივი თემა გაგრძელდა, იქ წამოიჭრა, აი ასეთი არასტაბილურობა მედიის თვალსაზრისით. ეს, მედია არ არის უბრალოდ რომელიმე სფერო ასე ვთქვათ, ეკონომიკის ან რაღაც სხვა სფეროსი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ბიზნესი, ეს არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. არ ვიცი, საბურავების წარმოება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საბურავის ერთი ქარხანა თუ დაიხურა და მეორე გაიხსნა, ამის თაობაზე არავინ არასდროს არ შეგეკითხება, მაგრამ მედია, მიუხედავად იმისა რომ ბიზნესია, ეს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ძალიან, უკვე დიდი ხანია, მე მიხდება ყოველ ჯერზე ამაზე პასუხის გაცემა და ეს რთულია. დღეს ეს თემატიკა არ უნდა იყოს მუდმივად რაღაცა, მუდმივ მონიტორზე ჩართული, იმიტომ კი არა რომ ჩვენ მედიას არ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას. მაგრამ მუდმივ ფორს-მაჟორში, მოულოდნელობაში ყოფნა მედიის თვალსაზრისით, არის პრობლემური და ამასთან დაკავშირებით მარტო საკანონმდებლო ორგანოსთან ან მარტო პოლიტიკოსებთან საუბარი არ იქნება საკმარისი. სავარაუდოდ, ჩვენ ყველა ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმ მნიშვნელობაზე რასაც მედია და ჟურნალისტები თამაშობთ ამ ქვეყნის სტაბილურობის, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. მარტივად ვიტყვი, უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს დაცულობა მედია საშუალებებისა საქართველოში...
"უკვე კარგა ხანია ამ საკითხებზე მიხდება მე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე პასუხების გაცემა. ეს მეტყველებს იმ კითხვის ნიშნებზე, რომლებიც არსებობს... იხურება გადაცემები, მიდიან გადაცემებიდან, აი, ეს ნერვიულობა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, ეს, რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ, რომ მედია არის სრულიად თავისუფალი, როგორც ხილული, რაღაცა კულუარული გავლენებისგან. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება თავისუფალი ბოლომდე არ იყოს, მაგრამ დაცული უნდა იყოს და იმ ჟურნალისტებს, იმ მედია საშუალებებს, ვისაც ამ დაცულობის ფარგლებში სურთ რომ იყვნენ დამოუკიდებლები, მათ ამის შესაძლებლობა უნდა უფრო მაღალი ხარისხით ჰქონდეთ გარანტირებული. კიდევ ერთხელ, მე არ ვსაუბრობ ქართულ მედიაზე, როგორც პრობლემურ მედიაზე, მე ვსაუბრობ ერთ-ერთ ლიდერ მედიაზე რეგიონში, ერთ-ერთი მაღალი სტანდარტის დამჭერ მედიაზე. მაგრამ მოდი ასევ ვთქვათ, ეს არ არის არც ჩემი, არც რომელიმე პოლიტიკური ძალის, არც რომელიმე პოლიტიკოსის კეთილი ნების შედეგი. ის, რომ ქართული მედია არის მაღალი კვალიფიკაციის, ეს ჟურნალისტების და საზოგადოების მოღვაწეობის შედეგია. მათ დაიცვეს მედია ყველა ეტაპზე, მათ შექმნეს ეს მაღალი სტანდარტის მედია. და პოლიტიკოსების ვალდებულებაა ეს მაღალი სტანდარტი შეინარჩუნოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.