გიორგი მარგველაშვილი: კარგი იქნება, თუ სასამართლო სისტემის გამართვასა და გაძლიერებაში ევროპელი პარტნიორები დაგვეხმარებიან
21-11-2016, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ სასამართლო სისტემას "გამართვასა და გაძლიერებაში" დახმარება სჭირდება, რადგან მისი თქმით, ეს სისტემა ერთ-ერთი "სუსტი რგოლია". 

 

 

მარგველაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქედან - რომ "ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ იტყვის, რომ ჩავერევი სასამართლო სისტემაში და მას გავხდი უკეთესს, რადგან პოლიტიკოსის ჩარევა უკვე პოლიტიკურ შინაარსს შეიტანს სისტემაში" - "კარგი იქნება თუ ევროპელი პარტნიორები დაგვეხმარებიან, მათ ქართულ პოლიტიკურ სათამაშო ველზე პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნიათ".

 

 

"ჩემი მოტივაცია არის, რომ ამ პროცესში შემოვიდნენ ის პროფესიონალები, რომლებიც არიან ბუნებით და პოლიტიკურად ჩვენი პარტნიორები. ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთება და ის პოლიტიკური დინამიზმი, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ ევროპის მიმართ, ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს იმის მტკიცების უფლებას, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ როგორც ევროპული პოლიტიკური კულტურა. და რატომ არ ვთხოვოთ მოვიწვიოთ, ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომელთაც ნამდვილად არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნიათ ქართულ პოლიტიკურ სათამაშო ველზე და მხოლოდ ექსპერტიზის თვალსაზრისით იქნებიან ჩართულები, დაგვეხმარონ ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გამართვასა და გაძლიერებაში. ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის, რომ მე ჩავერევი სასამართლო სისტემაში და მას გავხდი უკეთესს. როგორც კი პოლიტიკოსი ჩაერევა, ის პოლიტიკურ შინაარსს შეიტანს ამ პროცესში. ეს უნდა გააკეთონ მოსამართლეებმა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მოიპოვონ არა პოლიტიკოსთა, არამედ საზოგადოების ნდობა. ამ პროცესში დახმარება მარტივად ვიტყვი, ნამდვილად გვჭირდება. და ნამდვილად მადლობლები ვიქნებით, ჩვენი ევროპელი პარტნიორები თუ დაგვეხმარებიან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან " საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი