იაპონიაში სამშაბათს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ხანმოკლე დროის პერიოდში ბირთვული ქარხნის გამაგრილებელი ფუნქცია შეაფერხა და წარმოშვა ცუნამი, იმავე რეგიონში, რომელიც მძლავრი მიწისძვრის, ცუნამისა და ბირთვული უბედურებისაგან განადგურდა 2011 წელს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
მიწისძვრა, რომელიც ტოკიოშიც იგრძნობოდა, იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრეს შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ფუკუშიმას პრეფექტურის სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ადგილობრივი დროით დილის 5:59 საათზე მომხდარი მიწისძვრიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ სიკვდილის და რაიმე სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიწისძვრისგან გამოწვეული ცუნამის სიმაღლე 1 მეტრს შეადგენდა. ევაკუაციის შესახებ გამოცხადებულმა განგაშმა გზებზე საცობები წარმოშვა.
2011 წელს იმავე მიდამოებში მომხდარმა მიწისძვრამ და მისგან გამოწვეულმა ცუნამმა 18 000 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინდელმა მიწისძვრამ, ერთ-ერთმა მძლავრმა რაც კი დარეგისტრირებულა, ასევე ფუკუშიმას ბირთვული ქარხნის დაზიანება გამოიწვია და მასობრივი გაწმენდითი სამუშაოები იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ოფიციოზის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ნიშნები ქარხანაში რაიმეს დაზიანების.
შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის მაგნიტუდა თავდაპირველად 7.3-ით განსაზღვრა, მაგრამ მოგვიანებით ის 6.9-ზე ჩამოიყვანა, უფრო დაბალზე ვიდრე ეს იაპონიის ხელისუფლებამ გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.