იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. თეა წულუკიანმა და აბას ტალებიფარმა 2013 წლის 1-ლი სექტემბრის შემდგომ ირანის მოქალაქეებზე გაცემულ ბინადრობის მოწმობებზე, სამუშაო და სასწავლო ვიზებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბრის ძირითადი თემა საელჩოს გუშინდელი განცხადება არ ყოფილა.
„დღეს შეხვედრაზე მე მოვიწვიე ბატონი ირანის ელჩი. ჩემი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ირანის საელჩოს გუშინდელი განცხადება; ამაზე, ალბათ, თავად საელჩო ისაუბრებს. შეხვედრაზე აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ორიგინალში განცხადება განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ქართულად. ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი დღეს იყო ის ორასამდე შრომითი ბინადრობა, რომლებიც გაიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ ირანის მოქალაქეებზე 1-ლი სექტემბრიდან, 40-მდე სტუდენტზე; 61 ოჯახი გაერთიანდა და 2600-ზე მეტი ვიზა გასცა 1-ლი სექტემბრიდან ირანის მოქალაქეებზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს მუშაობა გაგრძელდება, რადგან ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა ყველაფერზე მაღლა დგას," განაცხადა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.