„საქართველო პირველი ქვეყანაა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში, - აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ყოველწლიურ კონფერენციაზე, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"საქართველომ პირველად დაიწყო ასოცირების დღის წესრიგის წინასწარ დაგეგმვაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს საქართველოში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას და მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას.
„ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჩვენ კიდევ ბევრი რეფორმის განხორცილება და არაერთ გამოწვევასთან გამკლავება მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ არ გაგვიჭირდება სირთულეების გადალახვა. დღევანდელი კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა, შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები და ვიმსჯელოთ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების თაობაზე. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გაეცნოს სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს და გაითვალისწინოს შემუშავებული რეკომენდაციები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.