შს მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს
22-11-2016, 01:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შს მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გამეზარდაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

 

 

”2011 წლის 7 ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებისა და საზოგადოებისთვის პოლიტიკური გეგმების გაცნობისთანავე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვდგავარ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში. 2012 წლის არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ გამარჯვებისა და ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების შემდეგ, სამსახურს შევუდექი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ხოლო 2013 წლის 22 ნოემბრიდან ვიმსახურე შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსად. დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში არ დამიზოგავს ძალ-ღონე და ენერგია სასაზღვრო უწყებაში მესაზღვრეთა სოციალური პირობებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერაციის მისაღებად საჭირო ვალდებულებათა შესრულებაში.

 

 

2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართე პატაკით პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მადლობას ვუხდი იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ამ პერიოდში მომიწია სამსახური საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

 

 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეცვალა ქართული პოლიტიკა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აღადგინა ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის ხიდი. მე ვრჩები მის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე ორიენტირებული გუნდის წევრად და მზად ვარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი მომავალშიც ვემსახურო ჩემს სამშობლოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი