„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ - ამ სახელწოდების ყოველწლიური კონფერენცია, რომლის ჩატარებას საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, თბილისში დღეს გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.
მისი შეფასებით, პლატფორმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში გამორჩეულ როლს ასრულებს.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, განსაკუთრებულად ღირებულია ევროინტეგრაციის თემატიკაზე ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზოგადოების კონსოლიდაციას და ევროინტეგრაციის პროცესს დამატებით იმპულსს მისცემს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინკლუზიური მმართველობაა და ამ კონტექსტში, პრიორიტეტულია არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, რომელიც მრავალი მიმართულებით ჩართულია რეფორმების განხორციელებაში და მთავრობას დემოკრატიული, თანამედროვე, და განვითარებული ქვეყნის მშენებლობაში ეხმარება.
„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. მიმდინარე წელს სრულად ამოქმედდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება. თუმცა, ჩვენ, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შეთანხმების დროებით ამოქმედებისთანავე დავიწყეთ მისი ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულება. ევროპელი პარტნიორების შეფასებით საქართველო უდავო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი განმარტებით, ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელების მიზნით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება კოორდინაციის მექანიზმი; ამის ერთ-ერთი მიმართულება კი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, უახლოეს მომავალში იგეგმება.
„ასოცირების შეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს მოიცავს და სრულ თანხვედრაშია მთავრობის ხედვასთან ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თაობაზე. ოქტომბერში წარმატებით ჩატარებული საპარალამენტო არჩევნები, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.