საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. განკარგულებებში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.
ვახტანგ კაპანაძეს აღნიშნულ პოსტზე უფლებამოსილება ამოეწურა. კაპანაძემ გუშინ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აქვს შემოთავაზება, ნატო-ში მთავარ სამხედრო წარმომადგენლად განაგრძოს მუშაობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.