საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიგი გიგიაძემ საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მიხაილ მიატლიკოვთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლოს ცენტრის საქმიანობა დეტალურად განიხილეს.
"ბელარუსულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია სასწავლო ცენტრში მიმდინარე გრძელვადიანი და მოკლევადიანი კურსებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრის ბოლოს, ბელარუსულ მხარეს გადაეცა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ბუკლეტები", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.