ღარიბაშვილისა და ზანიერის შეხვედრის მთავარი თემები რუსეთის მიერ დე-ფაქტო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება იყო
10-03-2015, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის მნიშვნელობა, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ზანიერის შეხვედრის მთავარი თემები.

 


მხარეებმა დეტალურად განიხილეს კონფლიქტისპირა სოფლებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებს.

 


შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ მოკავშირეობის შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

 


საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში პოლიტიკურ ვითარებას არ ცვლის, რადგან საქართველოს მთავრობის კონსტრუქციულ მიდგომას რუსეთი ადეკატურად არ პასუხობს.

 


მხარეებმა ასევე იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე, რომლის მორიგი, 31-ე რაუნდი შვეიცარიაში 17-18 მარტს გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი